Tuesday, May 7, 2013


პროექტის მიზანი: ექვთიმე თაყაიშვილის 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ბლოგის შექმნა და მოსწავლეთათვის ამ პიროვნების ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა. კვლევითი უნარების განვითარება ახალი მასალების მოძიებისას.

პროექტის ამოცანები:

  •  ბლოგის შექმნა სასკოლო ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ესეების კონკურსი ,,რა ვიცი თ.ექვთიმე თაყაიშვილზე“;
  • ხატვის კონკურსი;
  • გაკვეთილის ჩატარება ,,ქართველი წმინდანები“;
  • ვიქტორინა თემაზე ,,როგორ ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას“.
მოსალოდნელი შედეგები
  • შეიქმნება ეფექტიანი გარემო მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების გასავითარებლად;
  • ამაღლდება მოტივაცია მოსწავლეებში გაიცნონ ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფია და მისი ცხოვრება;
  • კონკურსები და ვიქტორინა გამოიმუშავებს მოსწავლეებს ძიების უნარს, მოსწავლეები  დაინტერესდებიან სხვა წმინდანებით.
მიზნობრივი ჯგუფი: მე-8 კლასისა  და მე-10 კლასის მოსწავლეები
ამოცანების განსახორციელებელი ღონისძიებები და მასში შემავალი საქმიანობები:
  •  საინიციტივო ჯგუფის შექმნა;
  • მოსწავლეებში კონკურსების გაცნობა და მსურველების დარეგისტრება;
  • კონკურსის შედეგების დარეგისტრირება და ბლოგზე ატვირთვა გამარჯვებულების გამოვლინება;
  •  გაკვეთილის ჩატარება და ვიდეო მასალის ატვირთვა ბლოგზე; 
  • ერთი კვირის მანძილზე პროექტის დამთავრება.
მონიტორინგი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო